Friday, May 30, 2014

პროექტის გეგმა

,,ციხესიმაგრე  და  ლეგენდა  პროექტის  გეგმა

სასწავლო თემის ავტორი
სახელი და გვარი
                 იზოლდა  ჭაბუკიანი
რაიონი
                ცაგერი
სკოლა
               აღვის  საჯარო
ქალაქი

თემის  მონახაზი
თემის  დასახელება
  ,, თავდაცვითი  ნაგეგობა  და  ლეგენდა  ზღაპრულ  ფრინველზე“
თემის შინაარსი
         სოფელი  აღვის  ბოლოს  ამაღლებულ  ბორცვზე  იდგა  ციხე-სიმაგრე,  თავდაცვითი  ნაგებობა,ამჟამად  სიძველისა  და  დრო-ჟამისაგან  დანგრეული.  ამ  ნაგებობასთან  დაკავშირებით  არსებობს  ლეგენდა  ,,უცხო  ზღაპრულ  ფრინველსა  და  უზარმაზარ  ხეზე“.  ბუნებრივია  ინტერესმოკლებული  არ  უნდა  იყოს  თუნდაც  მცირე  გამოკვლევა  სოფლის  უხუცესებთან  გასაუბრებით,  მათი  ნაამბობის ჩაწერა  და  გამოქვეყნება,  სხვადასხვა ადამიანის  მონათხრობის  შედარება  და  დასკვნების გაკეთება.
      გარდა  ამისა  შესაძლებელია  პატარა  საექსპედიციო  ჯგუფის  შექმნა  და  ექსპედიციის  მოწყობა  ნაციხარზე,  რათა  დავადგინოთ  ციხის  აშენების  სავარაუდო  თარიღი,  მასალა  რითაც  აშენებდნენ,  შენობის  ფორმა  და  სიდიდე,  მისი  დანიშნულება.
საგანი
    იტორია.   გეოგრაფია.
დონე/კლასი  
              VII – IX     კლასის  მოსწავლეები.
განხორციელების დროის ჩარჩო
              10      კვირა  ( კვირაში 3 -4  საათი)
თემის საფუძვლები
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
    ისტ.  VIII- 1
1.        აკავშირებს  ისტორიულ  მოვლენებსა  და  ფაქტებს  შესაბამის  ისტორიულ  ეპოქებთან.
·         ფაქტებს  და  მოვლენებს  ალაგებს  ქრონოლოგიური  თანმიმდევრობით,  მიაკუთვნებს  შესაბამის ეპოქას.
·         ადგენს  ისტორიული  წყაროს  მთავარ  საკითხს,  მისი  შექმნის  მიზანს.

              ისტ.  X -2.
2.         აანალიზებს  პირველად  და  მეორად  წყაროებს.
·         ისტორიულ  წყაროებზე  მუშაობისას  ადგენს  მიზეზ-შედეგობრივ  კავშირებს,  მსჯელობს  პიროვნების  როლზე  ისტორიაში.
ისტ.  X – 3.
3.         გეგმავს  და  ატარებს  ისტორიულ  კვლევას.
·         დამოუკიდებლად  ან  მასწავლებლის  დახმარებით  ირჩევს  საკვლევად მისთვის  საინტერესო  ისტორიულ  საკითხს,  განსაზღვრავს  თუ  რა  ტიპის  კვლევის  ჩატარებას  აპირებს.
               გეოგრ.    VIII – 4.
4.        ახასიათებს  მოსახლეობის განსახლების თავისებურებებს.
·         მსჯელობს  სხვადასხვა  გარემოში  მოსახლეობის  განსახლების  თავისებურებების  შესახებ.  ადარებს  მათ  საკუთარ  დასახლებულ  პუნქტს.
მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები
  მოსწავლეები  მიიღებენ  მონაწილეობას  პროექტის  მიმდინარეობის  დროს  წამოჭრილი პრობლემების  გადაწყვეტაში,  შეიძენენ  დამოუკიდებლად  მოქმედების  უნარ-ჩვევებს,  შეაგროვებენ  და  დაახარისხებენ  ინფორმაციებს,  ჩაებმებიან  კვლევაში  და  შეადარებენ  მოპოვებულ  ინფორმაციებს,  მიიღებენ  მონაწილეობას  ექსპედიციის  დაგეგმვაში,  თავიანთი  ხელით  შეასრულებენ  ფიზიკურ  სამუშაოსაც,  რაც  მათ  პრაქტიკულ  გამოცდილებას  შესძენს.
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
1.        რა  არის  საჭირო  ადამიანის  სრული  ბედნიერებისათვის?
2.       რატომ  აშენებს  ადამიანი  შენობებს?

თემატური კითხვები
1.        რა  დანიშნულება  უნდა  ჰქონოდა  ამ  ნაგებობას?
2.       რა  ფორმით  მოაღწია  დღემდე  ჩვენი  სოფლის  ძველმა  ციხემ?
3.       როგორი  შეიძლება  ყოფილიყო  იგი  აშენების  დროს?
4.       რისი  გაკეთება  შეუძლია ჩვენს  სკოლას  ან  ჩვენს  პროექტს  დანგრევის  პირას  მდგარი  უძველესი  ნაგებობის  გადასარჩენად?
შინაარსობრივი კითხვები
5.       რატომ  უნდა  გავაკეთოთ  ეს?
6.რით  განსხვავდება ეს  ნაგებობა  თანამედროვე  შენობებისაგან?


1.        რატომ  ინგრევა  ასეთი  შენობები?
2.        როგორ  ცხოვრობდნენ  ის  ადამიანები,  რომლებიც  ამ  ციხეს  აგებდნენ,  როგორი  იყო  მათი  ღირებულებები?
3.         გსურთ  თუ  არა  ეს  თავდაცვითი  ნაგებობა  აღდგენილი  იქნას თავდაპირველი  სახით,  როგორ  ფიქრობთ  ეს  შესაძლებელია?

შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ










შეკითხვების
დასმით მოსწავ-
ლეთა  საჭიროე-ბების განმსაზღვ-
რელი შეფასება.

ვ-მ-ვ  ცხრილი.

 გამოკითხვა.

კვლევის რუბრიკა.

ჯგუფის სამოქმე-
დო  გეგმა.

პროექტის გეგმა.

ვ-მ-ვ  ცხრილი.

ჩანიშვნების
ფურცლის  წარმოება.


  პრეზენტაციის
რუბრიკა.

თანამშრომლო-
ბითი  შეფასებე-
ბი.

ინფორმაციების
გაცვლა.
  ჯგუფური მუშა-
ობის  რუბრიკა.

შეკითხვების
დასმა.
  ესე   ,,რას გვეუბ-
ნება  წარსული
მომავლის
შესახებ?“

პროექტის რუბრიკა.

  ანალიზი.

ვ-მ-ვ  ცხრილი.
შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
   რუბრიკებით  შეფასდება  მოსწავლეთა  ინტერესი  საკვლევა-ძიებო  მუშაობის  მიმართ,  რისი  გაკეთება  შეუძლიათ  მათ  პრაქტიკულად.  ასევე  შევაფასებთ  მათ  შესაძლებლობებს,  ცოდნის  დაგროვების  ინტენსივობას და  ხარისხს, კრიტიკულ  აზროვნებას,  მასალის  შეგროვების  რაოდენობას,  ინფორმაციების  დახარისხების  მაჩვენებელს.  თითოეული  მოსწავლის  წვლილს  წამოჭრილი  პრობლემების  გადაჭრის  საქმეში,  კომუნიკაციის  უნარებს,  ექსპედიციაში  მუშაობის  კულტურას, დამოუკიდებელი  აზროვნებისა  და  მოქმედების  უნარ-ჩვევებს.
       პროექტის  ბოლოს  მოსწავლეებმა  უნდა  შესძლონ  დასკვნითი ესეს  დაწერა,  სადაც  თავიანთ  მოსაზრებებს  შეაჯამებენ.
ესე  შეფასდება  რუბრიკით.
სხვა საკითხები
საბაზისო უნარ-ჩვევები
·         ბეჭდვისა  და  თაგუნას  მოხმარების  უნარ-ჩვევები.(ბეჭდვა,  ფუნქციებში  შესვლა,  კოპირება,  ჩასმა  და  ფაილის დამახსოვრება)
·         პროგრამა  ვორდის  მოხმარების  საბაზისო  უნარ-ჩვევები.
·         შესაბამისი  გაზომვების  ერთეულების  ცოდნის  უნარების  გამომუშავება.
სასწავლო პროცედურები
       პროექტის  გაცნობა:               აქტივობა  I.            დრო-    2   საგაკვეთილო  საათი.                 პირველი   კვირა.
      მასწავლებელი  დაფაზე  წერს  ზოგად  კითხვას;  რა  არის  საჭორო  ადამიანის  სრული  ბრდნიერებისათვის?  სთხოვს  მოსწავლეებს,  გაიაზრონ  კითხვა,  შექმნან  აზრობრივი  რუკა  და  იმსჯელონ, მასწავლებელი  ყურადღებას   ამახვილებს  სიტყვების  ,,უსაფრთხოება“   და ,, სახლის“  მიმართ.  შემდეგ  მოუთხრობს  მოსწავლეებს,  რომ მათ სოფელში  არსებობს  მიტოვებული  და  დანგრეული  ციხესიმაგრის  ნაშთი,  რომელთანაც  დაკავშირებულია  ლეგენდა  უცნაურ  ფრინველსა  და  უზარმაზარ  ხეზე,  საინტერესო  უნდა  იყოს  კვლევის  ჩატარება,  რამდენად  შეესაბამება  სინამდვილეს  ციხის  არსებობა  ან  რა  სინამდვილის  მარცვლებს  შეიცავს  ლეგენდა,  არსებობს  თუ  არა  ლეგენდის  სხვადასხვა  ვარიანტი,  როდის  არის  შექმნილი  ეს  ლეგენდა  წინარე  ქრისტიანულ  ანუ  წარმართულ  თუ   ქრისტიანულ  პერიოდში.  სთხოვს  მოსწავლეებს  გაიხსენონ  თუ  რაიმე  სმენიათ  ამ ამბავის  შესახებ,  გამოთქვან  ვარაუდები  ამ  თემის  ირგვლივ.
         მასწავლებელი  უხსნის  მოსწავლეებს,  რომ  მოუწევთ  პატარა  ჯგუფებში  მუშაობა  და  შეფასებაც  ჯგუფურად  შესრულებულ  სამუშაოში  უნდა  მიიღონ.  სთავაზობს  მათ  შექმნან  სამუშაო  ჯგუფები.  ჯგუფების  დაკომპლექტებისას  გათვალისწინებული  უნდა  იყოს  მოსწავლეთა  შესაძლებლობები  და  ინტერესები.   სთავაზობს  სურვილის  მიხედვით  აირჩიონ  სამუშაო,  ამ   შემთხვევაში  ისინი  მოტივირებულნი  იქნებიან. 
         მასწავლებელი  აძლევს  მითითებებს,  რომ  მათ  მუშაობის  დროს  მოუწევთ  ინფორმაციების  გაცვლა  დისკუსიის  გზით,  კვლევების  შედეგების  გაზიარება,  პროექტის  მიმდინარეობაში  სხვადასხვა  ბეჭდვითი  და  ინტერნეტწყაროების,  ფოტო  და  ხმის  ჩამწერი,  ელექტრონული  ფოსტისა  და  სხვა  ტექნიკის  გამოყენება.
        კვლევის  დაწყება:
       პირველი  ჯგუფი:           აქტივობა   II.                   დრო -       2   კვირა.
      ჯგუფის წევრებს  ევალება  ინფორმაციების  მოძიება,  კომუნიკაციის  დამყარება   თემის  წარმომადგენლებთან  და  კვლევის  ჩატარება,  ციხის  ნანგრევის  ზუსტი  ადგილმდებარეობის  დადგენის  მიზნით.  ფოტოების  გადაღება,  ციხის  შემოგარენის  ვიდეოფირზე  აღბეჭდვა  და  პრეზენტაციის  მიწყობა.  ამ  სამუშაოს  შესრულების  დროს  მოსწავლეები  გამოიყენებენ:  ციფრულ  ფოტო-აპარატს,  ხმის  ჩამწერ  დიქტოფონს,  ვიდეოკამერას,  კომპიუტერს.
         შეფასდება  ჯგუფური  მუშაობა  და  პრეზენტაცია  რუბრიკებით.
               აქტივობა  III.                       დრო-   1  კვირა.     (მეოთხე  კვირა)
         იგივე  ჯგუფს  ევალება  ექსპედიციის  მოწყობა. ბავშვები  შეისწავლიან  და  დაადგენენ  როგორი  მასალითაა  აშენებული  ციხის  კედლები,  როგორია  კედლების  სისქე,  რა  იყო  ამ  შენობის  ძირითადი  დანიშნულება  და  ფუნქცია.  რამ  განაპირობა თავდაცვითი  ნაგებობის ამ  ადგილზე   აშენების  აუცილებლობა.
       ჯგუფი  იკვლევს ჩვენი  სოფლის  ,როგორც  დასახლებული  პუნქტის  ფუნქციას  იმ  ისტორიული  პერიოდისათვის,  როცა  შენდებოდა  ეს  ციხესიმაგრე.  კვლევის  დროს  ბავშვები  გამოიყენებენ  საკომუნიკაციოდ;  ტელეფონებს,  ელ. ფოსტას,  საწერ  საშუალებებს,  საზომ  ხელსაწყოებს,  სამუშაო  იარაღებს.
        შევაფასებთ  მოსწავლეთა  ინტერესს   საკვლევაძიებო  საქმიანობის  მიმართ,   რისი  გაკეთება  შეუძლიათ  მათ  პრაქტიკულად,  ცოდნის  დაგროვების  ინტენსივობას  და  ხარისხს, კრიტიკულ  აზროვნებას ,  მასალის  შეგროვების  რაოდენობას ,   ინფორმაციების  დახარისხების  მაჩვენებელს,  თითოეული  მათგანის  წვლილს  წამოჭრილი  პრობლემის  გადაჭრის  საქმეში.  კომუნიკაციის  უნარებს,  ექპედიციაში  მუშაობის  კულტურას,  დამოუკიდებელი  აზროვნების  და  მოქმედების  უნარ-ჩვევებს.
          მეორე  ჯგუფი:            აქტივობა  I.         დრო      1  --3    კვირა.(მეხუთე,  მეექვსე  და  მეშვიდე  კვირა)
         ჯგუფს  ევალება  კვლევა  გამოკითხვით  თემის  წევრებისათვის  არსებული  ლეგენდის  შესახებ,  ყველა  უხუცესი  წევრის  გამოკითხვა,  ლეგენდის  სხვადასხვა  ვარიანტის  ჩაწერა,  შედარება,  დასკვნების  გაკეთება.   ,,მე  ვიკვლევ“  ანგარიშის  წარდგენა.
                  აქტივობა   II.                 დრო     2    კვირა.      (მერვე  და  მეცხრე  კვირა)       ნამუშევრების  წარდგენა
      შეგროვებული  მასალის  დახარისხება,  პრეზენტაციის  გაკეთება,   კედლის  გაზეთის  გამოშვება.
          პროექტის  დასკვნითი  ნაწილი:          დრო-  1  კვირა  (  მეათე   კვირა)
        ორივე  ჯგუფი  პროექტის  დასრულების  ბოლოს  ამზადებს  ესეს  ,, რა  ვისწავლე,  რას  ნიშნავს  ეს  ჩემთვის“
ყველა  შესრულებული  სამუშაო  შეფასდება   შეფასების  რუბრიკებით.









დიფერენცირებული სწავლება

სპეციალური საჭიროებები
  • გავუმეოროთ  მითითებები  ბევრჯერ  ზეპირად  და  წერილობით.
  • შევამოწმოთ  მათი  იმფორმირებულობის  დონე.
  • მეტი  დრო  მივცეთ  დავალებების  შესასრულებლად.
  • მივცეთ  დამხმარე  ტექნოლოგიების  გამოყენების  უფლება.

არაქართულენოვანი
მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)


  • მივცეთ  საშუალება  ინფორმაცია  მოიპოვოს  მშობლიურ  ენაზე.
  • მივცეთ  უფლება  ითანამშრომლოს  ორენოვან  მოსწავლეებთან  და  იმუშაოს
მათთან  ერთად.

მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
·         მივცეთ  თავისუფალი  დავალებები,  სრული  თავისუფლება  წარმართოს  საქმიანობა  დამოუკიდებლად.
·         ყურადღება  გავამახვილოთ  პრობლემების  მისეული  გადაჭრის  გზებზე,
უნარებსა  და  შემოქმედებითობაზე.
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები


ტექნოლოგიატექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის  საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)

ü   ფოტოკამერა
ü   კომპიუტერი (ები)
  •  ციფრული კამერა
 DVD ფლეიერი
 ინტერნეტკავშირი
 ლაზერული დისკი
ü   საბეჭდი მანქანა/პრინტერი
ü   პროექტორი
ü   სკანერი
 ტელევიზორი
 VCR, ვიდეო
ü   ვიდეოკამერა
 ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.
 სხვა      
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
 მონაცემთა ბაზა/ცხრილები
 საგამომცემლო პროგრამები
 ელფოსტის პროგრამა
 ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
 ფოტო/სურათების დამუშავება
 ინტერნეტძიება
 მულტიმედია
 ვებგვერდის შექმნა
 ვორდის პროგრამა
 სხვა      


ბეჭდვითი მასალები
შეგიძლიათ იხილოთ  ბიბლიოგრაფიის ჩანართში
ინვენტარი/მასალები
ძირითადი მასალები, რომლებიც თემის ჩასატარებლად შეუკვეთეთ ან შეაგროვეთ და რომლებიც კურსის კონკრეტულ საკითხებს უკავშირდება. საჭირო არაა ყოველდღიური მასალების შეტანა, რომლებიც ისედაც ხელმისაწვდომია კლასში.
ინტერნეტრესურსები
სხვა რესურსები
საველე ვიზიტები, ექსპერიმენტები, მოწვეული სტუმრები, მენტორები, მოსწავლეები სხვა ჯგუფებიდან, ადგილობრივი თემის/საზოგადოების წარმომადგენლები, მშობლები და ა.შ.